გიჟური ფინალი: გოლი 94-ე წუთზე - რანიერიმ კალიარი სერია A-ში დააბრუნა
იტალიის სერია A-ს 2023/24 წლების სეზონის ყველა მონაწილე გახდა ცნობილი. ცოტა ხნის წინ, „სპეცია“ „ვერონა“ და „ბარი“ „კალიარი“ უძლიერესთა შორის ადგილისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
სერია A-ს დაუბრუნდა „კალიარი“, რომელმაც სერია B-ს პლეი ოფში „ბარი“ დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა. სარდინიაზე პირველი შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. განმეორებითი მატჩიც ფრისკენ მიდიოდა, თუმცა მოედანზე 89-ე წუთზე შესულმა პავოლეტიმ 94-ე წუთზე „კალიარის“ სასწაული აჩუქა და თავის გუნდს 1:0 მოაგებინა.
Here is Pavoletti’s winning goal and the goal that earned Cagliari promotion and sunk the hearts of Bari and their fans.
— Raffaele (@ItalianoCalcio) June 11, 2023
Bari were two minutes away from returning to Serie A. pic.twitter.com/1gm9tLngaJ
აღსანიშნავია, რომ „კალიარის“ მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერია, რომელმაც გუნდი 1991 წელს სერია A-ში ერთხელ უკვე გადაიყვანა, ახლა კი ეს მეორედაც შეძლო.
In 1988, a young Claudio Ranieri arrived at Cagliari in Serie C and took them to TWO successive promotions to Serie A.
— Italian Football TV (@IFTVofficial) June 11, 2023
In December, a 71 year old Ranieri came in with the task to bring Cagliari back to Serie A - mission accomplished ✅????????
???? @CronacheTweet pic.twitter.com/VjiLc7frJa
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი - დამარცხებული „ბარის“ მფლობელი „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისია.
რაც შეეხება მეორე მატჩს, „სპეცია“ და „ვერონა“ ერთმანეთს ნეიტრალურ მოედანზე რეჯიო ემილიაში შეხვდნენ.
„ვერონამ“ მეტოქეს 3:1 მოუგო და ერია A-ში ადგილი შეინარჩუნა.