კვარა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა
ცოტა ხნის წინ, უეფამ ხვიჩა კვარაცხელია სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა.
კვარამ ჩემპიონთა ლიგის უკვე დასრულებულ სეზონში 9 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
???????????? @sscnapoli star Khvicha Kvaratskhelia is the 2022/23 #UCL Young Player of the Season! ????#UCLfinal
— UEFA Champions League (@ChampionsLeague) June 11, 2023
რაც შეეხება სეზონს, სერია A-ში ხვიჩამ 34 შეხვედრა ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გაიფორმა.
Goal-ის ოქროს ბურთის განახლებულ რეიტინგში კვარაცხელია მე-13 ადგილზე იმყოფება. ჯერჯერობით ოფიციალური სია არ გამოქვეყნებულა.
იტალიური პრესის ცნობით, ხვიჩა მომდევნო სეზონშიც „ნაპოლის“ რიგებში ითამაშებს და ახალ ხელშეკრულებას სულ მალე გააფორმებს, რომელიც 2028 წლამდე იქნება გათვლილი.