ნაპოლი კიმის შემცვლელად სერხიო რამოსს მოიაზრებს
„ნაპოლის“ მალე კიმ მინ ჟაე დატოვებს, ამის ალბათობა საკმაოდ დიდია. სამხრეთ კორეელი მცველი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლასთან ახლოსაა.
ნეაპოლელებს კი დაცვის ლიდერის ღირსეული შემცვლელი სჭირდებათ. იტალიური პრესა Canal Plus-ზე დაყრდნობით წერს, რომ აურელიო დე ლაურენტისს ქომაგებისთვის სიურპრიზის შეთავაზება სურს და მოლაპარაკებებს სერხიო რამოსთან აწარმოებს.
რამოსმა პსჟ დატოვა და ახალ კლუბს ეძებს. მას შეთავაზებები საუდის არაბეთიდან აქვს. რა თქმა უნდა, ნაპოლი მათ ფინანსურად კონკურენციას ვერ გაუწევს, თუმცა თუ სერხიოს ევროპის დატოვება არ სურს, მას სკუდეტოს მოქმედ ჩემპიონში გადასვლა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში შეეძლება. გარდა ამისა ახალ ლიგაშიც გამოცდის თავის შესაძლებლობებს.
წყაროს თანახმად, დე ლაურენტისი რამოსთან მოლაპარაკებებს იანვრიდან აწარმოებს.
ამ დრომდე მოლაპარაკებების დეტალები არ გავრცელებულა. ყველაფერი სავარაუდოდ ივნისის ბოლომდე გაირკვევა.