ნაპოლი, აურელიო დე ლაურენტისი, კრისტოფ გალტიე, რუდი გარსია
Aa
Aa

Gazzetta: “დე ლაურენტისს ორმა მწვრთნელობა წინასწარი თანხმობა მისცა“

როგორც მოგეხსენებათ, ლუჩიანო სპალეტიმ „ნაპოლი“ დატოვა. კლუბი ახალი მწვრთნელის ძიებაშია. „პარტენოპეის“ გარშემო არაერთმა სახელმა გაიჟღერა.

იტალიური გამოცემა Gazzetta იუწყება, რომ აურელიო დე ლაურენტისს ორმა მწვრთნელმა წინასწარი თანხმობა მისცა.

რას წერს Gazzetta?

„არსებობს ორი იდეალური ვარიანტი. კრისტოფ გალტიე და რუდი გარსია. მათთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა წინასწარი პასუხის გაცემა, რადგან გარსიამ 2 თვის წინ „ალ ნასრის“ შემოთავაზება დაბლოკა.

რაც შეეხება კრისტოფ გალტიეს, მისი პარიზული კარიერა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. არის ალბათობა, რომ მას მალე გაუშვებენ და იულიან ნაგელსმანით ჩაანაცვლებენ. აქედან გამომდინარე, დე ლაურენტისს მისი დაყოლიება არ გასჭირვებია. ახლა საინტერესოა, თუ რომელზე შეაჩერებს არჩევანს პრეზიდენტი.“

შეგახსენებთ, რომ ლუჩიანო სპალეტიმ „ნაპოლის“ სკუდეტო 33-წლიანი პაუზის შემდეგ მოაგებინა. ასევე, მისი ხელმძღვანელობით „პარტენოპეი“ ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც 2-მატჩიან დუელში „მილანთან“ დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“არ უნდოდა ცუდი ბიჭი ყოფილიყო“ - ტევესი მესის გადაწყვეტილებაზე
“არ უნდოდა ცუდი ბიჭი ყოფილიყო“ - ტევესი მესის გადაწყვეტილებაზე