ფინალზე უნდა ემუშავა - ადრიანო დაიკარგა
„მანჩესტერ სიტისა“ და „ინტერის“ ფინალს არაერთი ლეგენდა დაესწრო. მათ შორის უესლი სნეიდერი, ლუსიო, მაიკონი, კამბიასო და ა.შ.
ბრაზილიური მედია არასასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ თურქეთში „ნერაძურის“ კიდევ ერთი გამორჩეული ყოფილი ფეხბურთელი უნდა ყოფილიყო. საუბარი ადრიანოზეა.
მეტიც, ბრაზილიელი ყოფილი თავდამსხმელი ჩემპიონთა ლიგის ფინალზე დაასაქმეს. ის ESPN-ის კომენტატორი უნდა ყოფილიყო და მატჩი პირდაპირი ეთერით უნდა წაეყვანა, თუმცა სტადიონზე არ მივიდა.
ბოლო ინფორმაციით, ადრიანო რიო დე ჟანეიროს აეროპორტში არ მისულა. იქამდე კი ის ერთ-ერთ წვეულებაზე შენიშნეს, სადაც მისი კვალი იკარგება. ჯერჯერობით სხვა ინფორმაცია არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ ადრიანო „ინტერში“ ჯერ 2001/2002 წლებში თამაშობდა, ხოლო შემდეგ 2004/2009 წლებში. ჯამში მან „ნერაძურის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 177-ჯერ მოირგო, 74 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა.