გიორგი წიტაიშვილი, ვილი სანიოლი
Aa
Aa

სანიოლი: “წიტაიშვილი 21-წლამდე ნაკრებს უფრო სჭირდება“

სულ მალე საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში მიიღებს მონაწილეობას. „ჯვაროსნების“ მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი გადაცემა „სპორტი იმედზე“ იმყოფებოდა, სადაც სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა.

რა თქვა სანიოლმა?

„მთავარი მიზანი კვიპროსთან და შოტლანდიასთან ქულების დაგროვებაა. უნდა ვეცადოთ, რომ თამაში 90 წუთის განმავლობაში ვაკონტროლოთ და ამას სათანადო დისციპლინაც თუ დაემატება ყველაფერი კარგად იქნება. ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბთან მუდმივი კომუნიკაცია მაქვს.

გაბრიელ სიგუა სიგუა, გიორგი წიტაიშვილი, საბა საზონოვი და ანზორ მექვაბიშვილი მათ უფრო სჭირდებოდათ და დავუთმე. პირველი ტურის მატჩში ისინი მონაწილეობას მიიღებენ. კიდევ რომელი ფეხბურთელები გადაინაცვლებენ 21-წლამდე ნაკრებში შოტლანდიასთან თამაშის შემდეგ, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით.

ხვიჩა მაგალითია არამხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ თანაგუნდელებისთვისაც. კვარაცხელიას კარგი თამაში დასტურია იმის, რომ თუ გაქვს ნიჭი, იცავ რეჟიმს, გძინავს სწორად და მუშაობ შენს თავზე, მაღალი დონის ფეხბურთელი აუცილებლად გახდები. ზურიკო თავისი გოლებით „ბორდოს“ ძალიან დაეხმარა. ვფიქრობ, ის დასავლეთ ევროპის ნებისმიერ ჩემპიონატში სათამაშოდ მზად არის.

არ ვიცი დარჩება, თუ არა მიქაუტაძე. მაქვს ინფორმაცია, რომ გიორგის გადაბირებით საფრანგეთის რამდენიმე გუნდია დაინტერესებული. ის თავდამსხმელია და ყოველთვის სჭირდება სათამაშო პრაქტიკა. ჭკვიანი ბიჭია და დარწმუნებული ვარ ისე არ მოიქცევა, რომ მისი პროგრესი შეწყდეს.“

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები მიმდინარე თვის 17 ივნისს კვიპროსს ესტუმრება, ხოლო ზუსტად 3 დღეში შოტლანდიას ასევე სტუმრად დაუპირისპირდება. ამ მომენტისთვის, „ჯვაროსნებს“ სატურნირო ცხრილში 1 ქულა აქვთ და ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძე შეუერთდა - საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით ივარჯიშებს
მიქაუტაძე შეუერთდა - საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით ივარჯიშებს