სპალეტის შეცვლის ახალი კანდიდატი - ლაურენტისმა შეხვედრა დაგეგმა
Sky Italia-ს ცნობით, „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი „სალერნიტანას“ მთავარ მწვრთნელს, პაულუ სოუზას შეხვდება. „პარტენოპეი“ ლუჩანო სპალეტის ერთ-ერთ შემცვლელად 52 წლის პორტუგალიელ სპეციალისტს განიხილავს. სოუზას დანიშვნის საკითხი მათი შეხვედრის შემდეგ უფრო ნათელი გახდება. ამ ეტაპზე „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელობის კანდიდატებში სოუზა დაწინაურდა.
თუ ლაურენტისი სოუზასთან შეთანხმებას მიაღწევს, „ნაპოლიმ“ გამოსასყიდი თანხის სახით „სალერნიტანას“ 1 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.
მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ლუჩანო სპალეტი გუნდს დატოვებდა, „ნაპოლი“ არაერთ სპეციალისტს დაუკავშირეს. რობერტო მანჩინის, რაფაელ ბენიტესის, მარსელინიოს, ანტონიო კონტეს, ვინჩენცო იტალიანოს, ლუის ენრიკეს, იულიან ნაგელსმანის, ტიაგო მოტას, კრისტოფ გალტიეს, პაულუ სოუზას, რუსი გარსიასა და სერჟიუ კონსეისაუს კანდიდატურებმა გაიჟღერა.
თითქმის გამოირიცხა ვინჩენცო იტალიანოს კანდიდატურა, რადგან ის „ფიორენტინასთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა.
შეგახსენებთ, 2022-23 წლების სეზონში „ნაპოლიმ“ 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტო მოიგო, რაშიც უდიდესი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამ შეიტანა. „ნაპოლის“ ქართველი გარემარბი სერია ა-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.