ნაპოლი, აურელიო დე ლაურენტისი, კრისტოფ გალტიე
Aa
Aa

სპალეტის შეცვლის ახალი ვარიანტი - ლაურენტისი გალტიეზე ფიქრობს

Il Mattino-ს ინფორმაციით, პსჟ-ს დატოვების შემდეგ კრისტოფ გალტიე შესაძლოა „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს. იტალიის ჩემპიონს გალტიეს მოსწონს, რადგან გამოცდილი მწვრთნელია, გასახდელში გუნდის მართვა შეუძლია და ოსიმენს კარგად იცნობს, ნიგერიელთან ახლოს ურთიერთობა აქვს. გალტიე ოსიმენს „ლილიში“ წვრთნიდა, ამ პერიოდში ოსიმენმა 38 მატჩში 18 გოლი შეაგდო და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გალტიეს მთავარ მწვრთნელად მხოლოდ საფრანგეთში უმუშავია, 56 წლის სპეციალისტი შემდეგ გუნდებს წვრთნიდა: „სენტ-ეტიენი“ (2009-17), „ლილი“ (2017-21), „ნიცა“ (2021-22), პსჟ (2022-23).

„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ასევე განიხილავს „რომას“ ყოფილი მთავარი მწვრთნელის, რუდი გარსიას კანდიდატურას. ლაურენტისი გარსიას უკვე შეხვდა, თუმცა ამ ეტაპზე ლუჩანო სპალეტის შემცვლელის ვინაობა კვლავ ბუნდოვანია.

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ლუჩანო სპალეტი გუნდს დატოვებდა, „ნაპოლი“ არაერთ სპეციალისტს დაუკავშირეს. რობერტო მანჩინის, რაფაელ ბენიტესის, მარსელინიოს, ანტონიო კონტეს, ვინჩენცო იტალიანოს, ლუის ენრიკეს, იულიან ნაგელსმანის, ტიაგო მოტას, რუსი გარსიასა და სერჟიუ კონსეისაუს კანდიდატურებმა გაიჟღერა, ახლა კი ინფორმაცია გალტიეს შესახებ გავრცელდა, რომელმაც ვარსკვლავურ პსჟ-ში ერთი სეზონი იმუშავა.

თითქმის გამოირიცხა ვინჩენცო იტალიანოს კანდიდატურა, რადგან ის „ფიორენტინასთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები