ალესანდრო ნესტა, რეჯინა
Aa
Aa

ოფიციალურად - ნესტა რეჯინას მთავარი მწვრთნელია

ალესანდრო ნესტა „რეჯინას“ მთავარი მწვრთნელი გახდა. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა. მხარეებს შორის 1-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, თუმცა წარმატების მიღების შემთხვევაში ხელშეკრულება ავტომატურად განახლდება.

ლეგენდარულ ყოფილ ფეხბურთელს „რეჯინას“ ხელმძღვანელობამ სერია ა-ში აბარგება დაავალა. იტალიურმა კლუბმა სერია ბ-ს გასული სეზონი 50 ქულით მე-7 ადგილზე დაასრულა და სერია ა-ში გადამსვლელი საპლეიოფო მატჩი „სუდტიროლთან“ 0:1 დათმო.

შეგახსენებთ, რომ ნესტას სამწვრთნელო კარიერა 2015 წელს „მაიამიში“ დაიწყო. 2018 წელს „პერუჯას“ ჩაუდგა სათავეში, სადაც 1 სეზონი გაჩერდა. უკანასკნელად ალესანდრო „ფროზინონეს“ მთავარი მწვრთნელი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩავის პრიორიტეტი კიმიხია - იოზუა ბაიერნზე ზეწოლის მოხდენას აპირებს
ჩავის პრიორიტეტი კიმიხია - იოზუა ბაიერნზე ზეწოლის მოხდენას აპირებს