კასპერ რუუდი
Aa
Aa

რუუდის დომინაცია | ზვერევი სამ სეტში გაანადგურა და როლან გაროსის ფინალშია

მსოფლიო რეიტინგის მეოთხე ნომერი, კასპერ რუუდი „როლან გაროსის“ ფინალში გავიდა და ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება. ნახევარფინალში ნორვეგიელის მეტოქე ალექსანდრ ზვერევი გახლდათ, რომელიც რუუდმა უშანსოდ დაამარცხა - 6:3, 6:4, 6:0.

რუუდმა სათამაშო ინიციატივა ხელთ მატჩის სტარტზევე იგდო და უპირატესობა არ დაუთმია. პირველი სეტი მან 7-დან 5 მოგებული გეიმით გახსნა და საქმე ბოლომდე მიიყვანა. ყველაზე დიდი ბრძოლა მეორე პარტიაში ვიხილეთ. ჩოგბურთელებმა საწყისი 3-3 გეიმი გაცვალეს, 3:3-ზე კი რუუდმა ზვერევის ჩაწოდება ნულზე აიღო და მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა, ბოლო სეტი კი ფორმალობა იყო.

ცნობისთვის, ნორვეგიელი დიდი სლემის ტურნირის ფინალში მესამედ გავიდა და პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. აქამდე იგი, „როლან გაროსზე“ რაფაელ ნადალთან და US Open-ზე კარლოს ალკარასთან დამარცხებულა. რუუდს 10 ტიტული აქვს მოგებული და რთული გამოცდა ელის.

სკანდინავიელს მიზნის მიღწევა ძალიან გაუჭირდება, რადგან მისი მეტოქე ფენომენალურ ფორმაში მყოფი ჯოკოვიჩია. რუუდს „ნოლესთან“ 4-ჯერ უთამაშია და ჯერჯერობით არც ერთი გამარჯვება არ აქვს. ფინალი კვირას გაიმართება და თბილისის დროით, 17:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფავორიტის სტატუსი უმნიშვნელოა“ - რა თქვა გუარდიოლამ ფინალის წინ
„ფავორიტის სტატუსი უმნიშვნელოა“ - რა თქვა გუარდიოლამ ფინალის წინ