გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„მიქაუტაძე შემოგვთავაზეს“ - რატომ ვერ იყიდა მონპელიემ გიორგი?

საფრანგეთის ლიგა 1-ის წარმომადგენლის, „მონპელიეს“ პრეზიდენტი, ლორენ ნიკოლინი France Bleu-ს ესაუბრა. ფრანგული კლუბის პირველმა პირმა ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა და განაცხადა, რომ მის გუნდს გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი შესთავაზეს.

„მაია, კრასო და მიქაუტაძე? ამ სამი ფეხბურთელიდან, ორის ტრანსფერი შემოგვთავაზეს. მიქაუტაძე ნამდვილად იყო მოთამაშე, რომლის თაობაზეც წინადადება მივიღეთ, მაგრამ სატრანსფერო ღირებულებიდან გამომდინარე, ჩვენთვის მისი გაფორმება წარმოუდგენელი იყო. დანარჩენ ორს რაც შეეხება, სკაუტინგის დეპარტამენტს უნდა მიმართოთ და არა მე“.

შეგახსენებთ, რომ „მონპელიემ“ საფრანგეთის ლიგა 1-ის გასული სეზონი მე-12 ადგილზე დაასრულა. ფრანგულმა კლუბმა 50 ქულა დააგროვა და 65 გოლი გაიტანა. მისი საუკეთესო ბომბარდირი ელიე ვაჰია, რომელმაც სეზონი 19 გოლითა და 6 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.

ცნობისთვის, მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია. მან აღნიშნულ ტურნირზე 37 თამაში ჩაატარა და 23 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფავორიტის სტატუსი უმნიშვნელოა“ - რა თქვა გუარდიოლამ ფინალის წინ
„ფავორიტის სტატუსი უმნიშვნელოა“ - რა თქვა გუარდიოლამ ფინალის წინ