ტედი რინერი
Aa
Aa

ოქროს მედალს რუსი ჯუდოკაც მიიღებს | IJF-ის გადაწყვეტილება რინერი-ტასოევის ფინალზე

მაისში, კატარის დედაქალაქ დოჰაში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა. +100 წონითი კატეგორიის ფინალში, ლეგენდარული ტედი რინერი რუს ინალ ტასოევს დაუპირისპირდა და ოქროს დროში მოპოვებული ვაზარით იმარჯვა.

რინერის ილეთამდე, ტასოევმა შედეგიანი გდება განახორციელა, რომელიც მსაჯებმა რატომღაც არ ჩათვალეს და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას, IJF-ს ამ მომენტის განხილვა მოუწია. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი და IJF-მა ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

„ტედი რინერისა და ინალ ტასოევის ფინალისას იყო სიტუაცია, როცა ტატამიზე მყოფმა მსაჯმა და IJF-ის სამსაჯო კომისიის წარმომადგენელმა შედეგიანი გდება არ დააფიქსირეს. დეტალური ანალიზის შემდეგ, დადგინდა, რომ ამჟამინდელი წესების მიხედვით, ტასოევს შედეგიანი გდება უნდა ჩათვლოდა. გამომდინარე აქედან, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ორივე ჯუდოკას გამარჯვებულად აცხადებს და ოქროს მედალს თითოეული მათგანი მიიღებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი აიღო. ოქროს მედლები ტატო გრიგალაშვილმა და ლუკა მაისურაძემ მოიპოვეს. ლაშა ბექაურმა ვერცხლი აიღო, გიორგი სარდალაშვილმა კი - ბრინჯაო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„შესანიშნავი სეზონი ჰქონდა“ - სევილია მამარდაშვილს აქტიურად აკვირდება
„შესანიშნავი სეზონი ჰქონდა“ - სევილია მამარდაშვილს აქტიურად აკვირდება