„სირცხვილია, აიაქსს ჩემთვის უნდა მოესმინა“ - სვარტმა ხვიჩაზე ისაუბრა
„აიაქსის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა შაკ სვარტმა, რომელიც „მისტერ აიაქსის“ მეტსახელითაა ცნობილი, ამსტერდამული კლუბის მმართველები გააკრიტიკა, რადგან მათ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენაზე უარი თქვეს. ანალოგიური რამ სხვა მოთამაშეებთან მიმართებაშიც მოხდა.
შაკ სვარტის კომენტარს ნიდერლანდური Soccer news ავრცელებს: „ეს სირცხვილია, „აიაქსს“ ჩემთვის უნდა მოესმინა. მე ერთადერთი არ ვარ, ვინც ამ თემაზე საუბრობდა. კარგი კავშირები მაქვს და შეცდომას ადვილად არ ვუშვებ. შემიძლია, რამდენიმე ფეხბურთელი დავსახელო, რომელიც მე გავიცანი კლუბს და რომელზეც მოგვიანებით ვფიქრობდი, თუ რატომ არ იყო მათი შეძენა შესაძლებელი. რუდ ვან ნისტელროი, კევინ დე ბრუინი, ფრენკი დე იონგი... მაშინ „აიაქსში“ფიქრობდნენ, რომ ისინი ძალიან პატარები იყვნენ. ასევე, დავასახელებ კვარაცხელიას, რომელიც მაშინ „რუბინში“ თამაშობდა და მისი ტრანსფერი ხელმისაწვდომი იყო“.
რუდ ვან ნისტელროისა და კევინ დე ბრუინს „აიაქსში“ არასდროს უთამაშიათ, ხოლო ფრენკი დე იონგი „ვილემის“ აღზრდილია და „აიაქსში“ 2015 წელს 18 წლის ასაკში გადავიდა. „მისტერ აიაქსი“ თვლის, რომ ფრენკი „აიაქსს“ უფრო ადრე უნდა გადაებირებინა.
შეგახსენებთ, ამ თემაზე შოთა არველაძემაც ისაუბრა. მისი თქმით, მაშინ როცა კვარაცხელია „რუბინში“ თამაშობდა, მისი გადაბირება „აიაქსს“ შესთავაზა, თუმცა „რუბინი“ 20 მილიონ ევროს ითხოვდა, რაც „აიაქსისთვის“ დიდი თანხა იყო. ტრანსფერი არ შედგა, გასულ ზაფხულში კი კვარაცხელია „ნაპოლიში“ აღმოჩნდა, სრული ფურორი მოახდინა, სკუდეტო მოიგო და სერია ა-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.