გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„შესანიშნავი სეზონი ჰქონდა“ - სევილია მამარდაშვილს აქტიურად აკვირდება

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება და გიორგი მამარდაშვილის სამომავლო გეგმები ესპანური გამოცემების მთავარი სასაუბრო თემაა. რამდენიმე წუთის წინ, „მამარდას“ საკითხზე Diaro de Sevilla-მ დაწერა და ქართველი მეკარე „სევილიას“ დაუკავშირა.

ანდალუსიელები იასინ ბონოს შემცვლელს ეძებენ. ეს უკანასკნელი ევროპული გრანდების რადარზე იმყოფება და „სევილიას“ მისი შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება. შესაბამისად, ანდალუსიელებმა სხვადასხვა ვარიანტების განხილვა დაიწყეს და მამარდაშვილის კანდიდატურაზე სერიოზულად ფიქრობენ.

„სპორტული მენეჯმენტის შეხვედრებისას, მეკარე, ვისი სახელიც ყველა ჯერზე გაჟღერდა, გიორგი მამარდაშვილია. ქართველ ფეხბურთელს ვალენსიაში შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, ძალიან ახალგაზრდაა და სევილიას, რომელიც ლა ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოდა, ჩემპიონთა ლიგის კლუბად ქცევაში დაეხმარება. მას ვალენსიასთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ვალენსიას სურს, მისი კარგი სეზონით ისარგებლოს“, - წერს Diario de Sevilla.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მეკარემ 2022-23 წლების ლა ლიგის სეზონში „ვალენსიაში“ ყველა მატჩი სასტარტოში შეუცვლელად ჩაატარა, არაერთი რთული ბურთი მოიგერია, ლა ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ იქცა და გუნდის ელიტაში დარჩენაში უდიდესი წვლილი შეიტანა.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რეალს ხვიჩა მოსწონს, მაგრამ 150 მილიონი ძვირია...“
„რეალს ხვიჩა მოსწონს, მაგრამ 150 მილიონი ძვირია...“