U20 მსოფლიო ჩემპიონატი
Aa
Aa

ისრაელის ზღაპარი დასრულდა | დუარტემ ურუგვაი ფინალში გაიყვანა

არგენტინაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ფინალისტი ურუგვაის ნაკრები გახდა. „სელესტემ“ ნახევარფინალურ მატჩში დებიუტანტ ისრაელს მინიმალური სხვაობით აჯობა.

ურუგვაელებმა ტურნირზე მე-6 შეხვედრა ჩაატარეს და კარი ისევ, უკვე მეხუთედ, მშრალად შეინახეს. ისრაელის ნაკრებთან ერთადერთი გოლი ანდერსონ დუარტემ შეაგდო, რომელმაც პლეი-ოფის სამივე ეტაპზე უმნიშვნელოვანესი გოლები გაიტანა და დიდი მატჩების კაცად ყალიბდება.

ურუგვაის ნაკრები გახდა მე-6 გუნდი, რომელიც 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მინიმუმ სამჯერ გავიდა - ამ სიაში ასევე არგენტინა (7 ფინალი), ბრაზილია (9), პორტუგალია (3), ესპანეთი (3) და განა (3) არიან.

თავის მხრივ, ისრაელის ფეხბურთელებმა ისტორია დაწერეს და ქვეყნის ნაკრები ასეთ მასშტაბურ საფეხბურთო ფორუმზე 1/2 ფინალში ისტორიაში პირველად გავიდა. ფაქტს ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენჯამინ ნეტანიაჰუ გამოეხმაურა: 

თქვენ ჩვენი ქვეყნის ღირსება წინა პლანზე წამოსწიეთ, რისთვისაც დალოცვილები უნდა იყოთ. თქვენ გააკეთეთ ისეთი რამ, რაც აქამდე ისრაელის ფეხბურთში არ მომხდარა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ურუგვაის ნაკრებს 20-წლამდელთა მსოფლიოზე აქამდე ორი წაგებული ფინალი აქვს (1997 და 2013), მისი მეტოქე იტალია კი სატიტულო შეხვედრაში ისტორიაში პირველად ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რატომ არის კვარა დამსახურებული MVP? | LIVE განხილვა
რატომ არის კვარა დამსახურებული MVP? | LIVE განხილვა