თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის სტადიონი
Aa
Aa

ბათუმის სტადიონმა FIABCI-ის კონგრესზე ოსკარი მოიგო

ბათუმის სტადიონმა მაიამიში გამართულ FIABCI-ს მსოფლიოს კონგრესზე უძრავი ქონების ოსკარი მოიგო. ინფორმაციას ბათუმის „დინამოს“ Facebook-ის გვერდი ავრცელებს.

FIABCI-ის ოსკარად წოდებულ უძრავი ქონების მსოფლიო დაჯილდოებაზე ბათუმის სტადიონი საუკეთესო საჯარო ინფრასტრუქტურის ნომინაციაზე წარადგინეს და გამარჯვებულად გამოავლინეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ Facebook-ში დაწერა: „ბათუმის სტადიონმა, ქალაქ მაიამიში გამართულ FIABCI-ის მსოფლიო კონგრესზე, უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა. ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან აღიარებას! წინ არაერთი გამარჯვება გველის!“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები