ზლატან იბრაჰიმოვიჩი
Aa
Aa

ტოპ 11 - იბრამ საუკეთესოები დაასახელა, ვის გვერდითაც უთამაშია

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ცოტა ხნის წინ, საფეხბურთო კარიერის გადაწყვეტილება მიიღო და 41 წლის ასაკში პროფესიონალურ ფეხბურთს დაემშვიდობა.

41 წლის იბრამ სიმბოლურად იმ ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებული გუნდი დაასახელა, რომლებთან ერთადაც ერთ გუნდში უთამაშია.

მეკარე: ჯიჯი ბუფონი.

დაცვა: ლილიან ტურამი, ტიაგო სილვა, ალესანდრო ნესტა, მაქსველი.

ნახევარდაცვა: ვიეირა, ჩავი, ნედვედი.

თავდასხმა: მესი, რონალდინიო, ზლატანი.

სათადარიგო შემადგენლობა: ჟულიო სეზარი, კანავარო, გატუზო, ზეედორდი და ინიესტა.

იბრას გამოსამშვიდობებელი სიტყვა:

„ახლა ჩემთვის სუნთქვა რთულია, მაგრამ ყველაფერი შესანიშნავადაა, ძალიან ბევრი მოგონება „სან სიროზე“... ქომაგებისგან სიყვარული მივიღე, შემდეგ იყო ბედნიერება. მადლობა ჩემს ოჯახს მოთმინებისთვის. მადლობა ჩემს მეორე ოჯახს - ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, სამწვრთნელო შტაბს, მენეჯერებს.

მინდა მთელი გულით დიდი მადლობა გადავუხადო ქომაგებს. როცა გავიღვიძე, წვიმდა და ვთქვი: „ღმერთიც კი ტირის“. ეს გადაწყვეტილება ბოლო 10 დღეში მივიღე. ახლა ფეხბურთთან დამშვიდობების დროა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბარსაში დაბრუნება მინდოდა, მაგრამ იმავე ტკივილის გამოვლა არა...“ - მესის ინტერვიუ
„ბარსაში დაბრუნება მინდოდა, მაგრამ იმავე ტკივილის გამოვლა არა...“ - მესის ინტერვიუ