ილქაი გიუნდოგანი
Aa
Aa

ბარსას ლიგის ფინალის შემდეგ, გიუნდოგანის გაფორმება სურს

ლეო მესის ტრანსფერის ჩავარდნის შემდეგ, „ბარსელონასთვის“ პრიორიტეტს ილქაი გიუნდოგანის გაფორმება წარმოადგენს. Mundo Deportivo-ს ცნობით, კატალონიელებს გერმანელი ნახევარმცველის ტრანსფერი დახურვა ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, რაც შეიძლება სწრაფად სურთ.

წყაროს ცნობით, „ბარსა“ ტრანსფერის დასახურად აქტიურად მუშაობს. კლუბს სურს, რომ გიუნდოგანი მომავალ კვირას უკვე გუნდთან ერთად იყოს. ეს ყველაფერი ცოტათი გასაკვირია, რადგან ილქაის მსგავსად მესიც თავისუფალი აგენტი იყო და „ბლაუგრანა“ მას ვერ არეგისტრირებდა, სანამ სხვა მოთამაშეს არ გაყიდდა. თუ, ყველაფერი სიმართლეა და ასეა, მაშინ ამ შემთხვევაშიც კატალონიელებმა ჯერ ვინმე უნდა გაასხვისონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გიუნდოგანს ვერ დაარეგისტრირებენ.

აღსანიშნავია, რომ გიუნდოგანის მიმართ ინტერესს პსჟ-ც იჩენს და სავარაუდოდ ფეხბურთელს უკეთეს პირობებსაც შესთავაზებს, თუმცა როგორც ცნობილია, ფეხბურთელს „ბარსელონაში“ თამაში სურს და საამისოდ მზადაა ხელფასიც შეიმციროს.

მიმდინარე სეზონში გიუნდოგანმა „სიტის“ რიგებში ყველა ტურნირზე 50 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გმირი, რომელმაც ვალენსია ლა ლიგაში დატოვა“ - El Desmarque-ის სტატია მამარდაშვილზე
„გმირი, რომელმაც ვალენსია ლა ლიგაში დატოვა“ - El Desmarque-ის სტატია მამარდაშვილზე