ჯოვინო ფლამარიონი, ბათუმის დინამო, ბნეი სახნინი
Aa
Aa

ჯოვინოს ბათუმის დინამოს დატოვება სურს - კლუბი უარზეა

ებრაული Sport 5-ის ინფორმაციით, ებრაული „ბნეი სახნინი“ ჯოვინო ფლამარიონის თაობაზე ბათუმის „დინამოსთან“ მოლაპარაკებას აწარმოებს. ბრაზილიელ ფორვარდს ისრაელში წასვლის სურვილი აქვს. CrystalSport-ის ცნობით, ებრაული მხარე ფეხბურთელის სანაცვლოდ იმდენად მცირე თანხას იხდის, რომ აჭარული კლუბისთვის ეს წინადადება სრულიად მიუღებელია.

26 წლის შემტევს კლუბთან კონტრაქტი დეკემბერში ეწურება. ამ ეტაპზე მხარეები სატრანსფერო თანხაზე საუბრობენ. თუ შეთანხმდებიან, დიდი ალბათობით ფეხბურთელი ებრაულ კლუბში გადავა, თუმცა ამ ეტაპზე ტრანსფერის შანსი მცირეა, პრობლემა სატრანსფერო თანხაა.

2022-23 წლების სეზონში, ისრაელის უმაღლეს ლიგაში 14 გუნდს შორის „ბნეი სახნინი“ მე-9 ადგილზე გავიდა.

ფლამარიონი „პალმეირასის“ 20-წლამდე გუნდსა და მონტენეგროს „ლოვჩენში“ თამაშობდა. 2017 წლიდან ბათუმის „დინამოსთვის“ თამაშობს, 2020-21 წლების სეზონი რუსეთის პრემიერ ლიგის ვოლგოგრადის „როტორში“ იჯარით გაატარა, 20 მატჩში 4 გოლი შეაგდო.

მიმდინარე სეზონში ჯოვინო ფლამარიონმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 18 მატჩში 13 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა. ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა და გორის „დილას“ ბარბადოსელ თავდამსხმელს, ტიერი გეილეს 3 გოლით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანდრეა პირლოს შემცვლელად | შოთა არველაძე თურქეთში ბრუნდება
ანდრეა პირლოს შემცვლელად | შოთა არველაძე თურქეთში ბრუნდება