ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„რეალს ხვიჩა მოსწონს, მაგრამ 150 მილიონი ძვირია...“

ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ გრანდების ინტერესი უკვე ჩვეულებრივი ამბავი გახდა. ისიც ცნობილია, რომ „კვარას“ მადრიდის „რეალისადმი“ პირადი სიმპათიები გააჩნია.

იტალიური Area Napoli ესპანურ Mundo Deportivo-ზე დაყრდნობით წერს, რომ „რეალი“ ხვიჩას მიმართ ინტერესს იჩენს, თუმცა მისი სატრანსფერო ღირებულება ზედმეტად ძვირად მიაჩნიათ.

„წყაროს ცნობით, „შამეფო კლუბი“ ხვიჩას შესახებ ინფორმაციას აგროვებს და მის პროფილს დეტალურად სწავლობს.

ფეხბურთელის გადაბირებას მისი ფასი ართულებს. აურელიო დე ლაურენტისი თავისი გუნდის მთავარ მარგალიტს 150 მილიონ ევროდ აფასებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კვარა გუნდში დარჩება.

ჯერჯერობით გაურკვეველია მზად იქნებიან, თუ არა მადრიდელები კვარაცხელიას სანაცვლოდ ამხელა თანხა გადაიხადონ“.

- წერს იტალიური გამოცემა.

„რეალთან“ მიმართებით ერთი ფაქტია აღსანიშნავი. „ლოს ბლანკოსი“ უმაღლესი დონის ფორვარდის ტრანსფერზე მუშაობს. კარლო ანჩელოტის ჰარი კეინის დამატება სურს, რომელიც დაახლოებით 120 მილიონი დაუჯდებათ. პლუს-მინუს ბონუსები და ხელფასი. ფლორენტინო პერესს კი თანხის დაზოგვა და 2024 წელს კილიან მბაპეს გაფორმება სურს.

აქედან გამომდინარე კვარაცხელიას სანაცვლოდ „რეალის“ მხრიდან 150 მილიონის გადახდა რთულად წარმოსადგენი ჩანს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბარსაში დაბრუნება მინდოდა, მაგრამ იმავე ტკივილის გამოვლა არა...“ - მესის ინტერვიუ
„ბარსაში დაბრუნება მინდოდა, მაგრამ იმავე ტკივილის გამოვლა არა...“ - მესის ინტერვიუ