გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„საუკეთესო ფეხბურთელი იყო“ - Deporte Valenciano-მ მამარდაშვილი გამოარჩია

ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ, Deporte Valenciano-მ გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას“ 2022/23 წლების სეზონი შეაფასა. „ღამურების“ გულშემატკივრებმა „მამარდა“ გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და მათ პოზიციას Deporte Valenciano-ც იზიარებს.

„ქართველი მეკარე 2022/23 წლების სეზონში ვალენსიას საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მან გუნდს ქულები მოუტანა და ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში თავი დაიმკვიდრა. ვალენსიას დაცვაში არსებულმა პრობლემებმა და რამდენიმე შეცდომამ მამარდაშვილს ბრწყინვალე დონეზე ასვლის საშუალება არ მისცა, თუმცა ქართველმა მეკარემ თავისი მისია დამაკმაყოფილებელზე უკეთ შეასრულა“, - წერს ესპანური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, მამარდაშვილი El Desmarque-მაც გამოარჩია და დაწერა, რომ გიორგი ძალიან საიმედო იყო. ესპანური გამოცემის მიხედვით, „ღამურებს“ მისთვის მხოლოდ მადლობის გადახდა შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მეკარემ 2022-23 წლების ლა ლიგის სეზონში „ვალენსიაში“ ყველა მატჩი სასტარტოში შეუცვლელად ჩაატარა, არაერთი რთული ბურთი მოიგერია, ლა ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ იქცა და გუნდის ელიტაში დარჩენაში უდიდესი წვლილი შეიტანა.     

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მართალი ვიყავი, როდესაც ჯორჯ ბესტს ვადარებდი“ - ტარდელი კვარაცხელიაზე
„მართალი ვიყავი, როდესაც ჯორჯ ბესტს ვადარებდი“ - ტარდელი კვარაცხელიაზე