გიორგი ქარსელაძე
Aa
Aa

„ფიზიკურად ძლიერია, დაცვაში აგრესიულად თამაშობს“ - Ojogo ქარსეზე წერს

ცნობილმა პორტუგალიურმა გამოცემამ, Ojogo-მ „რიუ ავეს“ ახალგაზრდა ფეხბურთელს, გიორგი ქარსელაძეს სტატია მიუძღვნა. Ojogo-მ საკუთარ მკითხველს „ქარსე“ ახლოდან გააცნო და მის საფეხბურთო შესაძლებლობებზე და პერსპექტივაზე ისაუბრა.

„მისი გვარის წარმოთქმისას გაჟღერებული ხმა იგივეა, რაც საქართველოში აღმოჩენილი ბევრი ვარსკვლავის გვარის წარმოთქმისას გაჟღერებული ხმა. მაგალითად შეგვიძლია, ქინქლაძე, კალაძე, არველაძე ან 70-იანი წლების დინამო თბილისის სიმბოლოებიდან ერთ-ერთი, ჩივაძე მოვიყვანოთ.

რიუ ავეს „აძე“ ან ქარსე, როგორც მას ბევრი უწოდებს, რწმენის საფუძველს უჩენს და 2023/24 წლების სეზონში გუნდს მისი იმედი აუცილებლად ექნება. ქარსელაძემ პორტუგალიის ჩემპიონატის ბოლო ორ ტურში მიღებული შანსები კარგად გამოიყენა და რესურსების სიმდიდრე გვაჩვენა, რომელთა გამოც, კლუბში სერიოზულ ტალანტად მიიჩნევენ.

გიორგი ქარსელაძე 18 წლისაა და რიუ ავეს გულშემატკივრებს იმედსა და სანახაობას გარანტირებულად მისცემს. მას კოშტინიას შემცვლელად განიხილავენ და ჯერჯერობით უცნობია რიუ ავეში კოშტინიას მომავალი როგორი იქნება, რადგან კლუბი მასთან მოლაპარაკებების გამართვას აპირებს. კოშტინიას გაყიდვის ან დატოვების შემთხვევაში, კლუბის ხელმძღვანელები და მთავარი მწვრთნელი, ლუის ფრეირე აპირებენ, ფსონს მაინც ქარსელაძეზე ჩამოვიდნენ. მან საკუთარი შესაძლებლობები ძირითად გუნდთან ერთად გამართული ვარჯიშებისას გამოავლინა და კონდიციები ახალგაზრდულ და 23-წლამდე გუნდში თამაშისას გააუმჯობესა.

ქარსელაძის პროფილზე საუბრისას, ყველაზე შთამბეჭდავი მისი ფიზიკური სიძლიერეა. გიორგი დაცვაში აგრესიულად მოქმედებს, შეტევაში კი სახიფათოა და მეტოქე გუნდებში დისბალანსი კოშტინიაზე უკეთ შეაქვს. გიორგის ქართველი მშობლები ჰყავს. მისი მამა სატვირთოს მძღოლია, დედა - ყავის მაღაზიის მფლობელი. ქარსელაძე პორტუგალიაში დაიბადა, მაგრამ მისმა რეპუტაციამ საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ხელმძღვანელთა ყურამდეც მიაღწია და იგი 19-წლამდე გუნდში სათამაშოდ გამოიძახეს“, - წერს პორტუგალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, ქარსელაძის დებიუტი პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში გასულ ტურში „პაკუშ ფერეირასთან“ შედგა, თამაშში 85-ე წუთზე ჩაერთო და გოლის გატანასთან ახლოს იყო, საჯარიმო დარტყმისას ბურთი კარის ძელს გაარტყა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მართალი ვიყავი, როდესაც ჯორჯ ბესტს ვადარებდი“ - ტარდელი კვარაცხელიაზე
„მართალი ვიყავი, როდესაც ჯორჯ ბესტს ვადარებდი“ - ტარდელი კვარაცხელიაზე