ფუტსალის ელიტ რაუნდი - მსოფლიო ჩემპიონებს დავუპირისპირდებით
UEFAS-ს შტაბ ბინაში ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ რაუნდის წილისყრა გაიმართა.
წილისყრის შედეგად, გუნდები ხუთ ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ. საქართველოს ნაკრები E ჯგუფში მოხვდა, სადაც მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ პორტუგალიას, სომხეთს და ფინეთს დაუპირისპირდება.
მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მიიღებენ. ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი კი, პლეი-ოფში გააგრძელებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლას.
ელიტ რაუნდის მატჩები ორ წრედ, მიმდინარე წლის სექტემბერში, ოქტომბერსა და დეკემბერში გაიმართება. საქართველოს ფუტსალის ნაკრების მატჩების კალენდარი მოგვიანებით გახდება ცნობილი.