ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მადლობა, რომ კვარაცხელია გვაჩუქეთ“ | ხვიჩა კვარაცხელია - ნეაპოლის ახალი კერპი

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ გადასვლის შემდეგ პირველივე სეზონში რომ დიდი აურზაური გამოიწვია, ეს ახალი ამბავი უკვე არავისთვის აღარ არის.

ქართველ ფეხბურთელზე საუბრობს ყველა, ქართველი, იტალიელი, ინგლისელი და კიდევ მრავალი სხვა ქვეყნის წარმომადგენელი. ხვიჩა „ნაპოლიში“ დებიუტის დღიდან იქცა ნეაპოლიტანელი გულშემატკივრის მთავარ გმირად და თამამად შეიძლება ითქვას კერპადაც, ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომელსაც ახლა მოგიყვებით.

იტალიაში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი, ნინა მამუკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მას ნეაპოლიტანელმა ჟურნალისტმა ანჯელო ოძოლამ ფოტო გაუგზავნა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას ავტოგრაფიანი სვირინგი აქვს გაკეთებული.

რას წერს ნინა მამუკაძე:

ინსტაგრამზე შემომდის მესიჯი, ვხსნი და მხვდება სკუდეტოს ტატუს ფოტო, კვარას ხელმოწერით… და მესიჯი… „საღამო მშვიდობისა, ნინა, ეს ტატუ ჩემი გმირების და შენი, როგორც ჭეშმარიტი ქართველის პატივსაცემად… მადლობა, რომ კვარაცხელია გვაჩუქეთ… მესამე სკუდეტოს ბედნიერება მომანიჭეთ. ის ჩემი რჩეული ფეხბურთელია“. ტატუ ნეაპოლელ ჟურნალისტ ანჯელო ოძელას ეკუთვნის. სიტყვების გარეშე დავრჩი…

View this post on Instagram

A post shared by Angelo (@click_ozzella)

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ პირველივე სეზონში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. „პარტენოპეი“ 33-წლიანი ლოდინის შემდეგ სწორედ ხვიჩას ლიდერობით გახდა იტალიის ჩემპიონი, კვარა კი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სასიამოვნო სანახავი იყო, როცა დედამისს აკოცა“ - მარადონას ყოფილი სიყვარული ხვიჩაზე
„სასიამოვნო სანახავი იყო, როცა დედამისს აკოცა“ - მარადონას ყოფილი სიყვარული ხვიჩაზე