ხვიჩა კვარაცხელია, ერლინგ ჰოლანდი, თემურ ქეცბაია, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, კვიპროსის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„ხვიჩას გასაჩერებლად ისეთი რამ უნდა მოვიფიქროთ, რომ...“ - ქეცბაია კვარაზე და საქართველოს ნაკრებზე

კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ კვიპროსულ მედიასთან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მოახლოებულ თამაშებზე ისაუბრა და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიასა და ერლინგ ჰოლანდსაც შეეხო.

რა თქვა ქართველმა სპეციალისტმა:

ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ამ პერიოდში თამაში დიდად სასიამოვნო არ არის, თუმცა ეს მოცემულობა მხოლოდ ჩვენ არ გვაქვს, ყველა ქვეყნისთვის ასეა. რთული თამაშები გველოდება და რამდენიმე დანაკლისიც გვაქვს. მოსამზადებლად 10 დღეა და იმედი მაქვს, ამ პერიოდის განმავლობაში სათანადოდ მოვემზადებით. საქართველოსთან თამაშზე უკვე ბევრი ვისაუბრეთ და ახლაც ვიტყვი, რომ ეს ჩემთვის განსაკუთრებული თამაში იქნება. საქართველო ჩემი სამშობლოა, ქვეყანა, სადაც დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ კვიპროსი ჩემთვის უცხო ქვეყანა არ არის. 30 წელია აქ ვცხოვრობ, ჩემი ცოლი კვიპროსელია, ჩემი ქალიშვილიც ნახევრად ქართველი და ნახევრად კვიპროსელია. საქართველოს წინააღმდეგ თამაში მარტივი არ იქნება. ახლა მათ განსაკუთრებული ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც დიდ ქვეყნებში თამაშობენ. ისინი ახლა გამორჩეული ფეხბურთელები არიან.

გეგმა კვარაცხელიას და ჰოლანდის შესაჩერებლად? ორივე გუნდს ძლიერი შემტევი ჰყავს. ერთი იტალიის, მეორე კი ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. რა თქმა უნდა, მათ წინააღმდეგ ისეთი რამ უნდა მოვიფიქროთ, რითაც პრობლემებს არ შეგვიქმნიან.

შეგახსენებთ, რომ კვიპროსისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა 17 ივნისს, ლარნაკაში თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება, ჩვენთან მატჩის შემდეგ კი თემურ ქეცბაიას გუნდს 20 ივნისს, სტუმრად ნორვეგიასთან დაპირისპირება ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი: „მსურს კვლავ ისე ვითამაშოთ, როგორც ნორვეგიასთან მეორე ტაიმში“
სანიოლი: „მსურს კვლავ ისე ვითამაშოთ, როგორც ნორვეგიასთან მეორე ტაიმში“