მაიამი ჰიტი, დენვერ ნაგეთსი
Aa
Aa

იოკიჩის საოცრება - დენვერი სერიაში დაწინაურდა

NBA-ს სუპერფინალური სერიის მესამე მატჩში ნიკოლა იოკიჩის მიერ ჩატარებული ფენომენალური თამაშის წყალობით, „დენვერ ნაგეთსმა“ სტუმრად „მაიამი ჰიტი“ 109:94 დაამარცხა და სერიაში 2:1 დაწინაურდა.

სერბმა კალათბურთელმა დღევანდელ მატჩში სამმაგი დუბლის შესრულება შეძლო და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდო. იოკიჩის ანგარიშზე მოედანზე გატარებულ 43:44 წუთში 32 ქულა, 21 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა და 2 ბლოკი იყო.

საგულისხმოა, რომ ნიკოლა იოკიჩი NBA-ს ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც ფინალური სერიის სამივე მატჩში სამმაგი დუბლი დააფიქსირა. ამასთან, ფლეი-ოფის სერიაში სერბი კალათბურთელისთვის ეს მე-10 სამმაგი დუბლი იყო, რითაც მისივე დამყარებული რეკორდი კიდევ ერთი მატჩით გააუმჯობესა.

უნდა ითქვას, რომ იოკიჩის გარდა, სამმაგი დუბლი ჯამალ მიურეიმაც დააფიქსირა, რომელმაც ქულების რაოდენობით სერბსაც კი აჯობა, თუმცა საერთო სარგებლიანობით „დენვერ ნაგეთსიდან“ მეორე იყო. მიურეიმ 44:35 წუთში 34 ქულა, 10 მოხსნა, 10 ასისტი და 1 ჩაჭრა დააგროვა.

რაც შეეხება მაიამის, მასპინძლებიდან ორმაგი დუბლი ბამ ადებაიომ აიღო - 22 ქულა, 17 მოხსნა, 3 ასისტი, 1 ბლოკი. ქულების რაოდენობით კი საუკეთესო ჯიმი ბატლერი გახდა, რომელმაც მეტოქის ფარზე 28 ქულა აიღო.

შესაბამისად, „დენვერ ნაგეთსი“ სერიაში 2:1 დაწინაურდა. გუნდებს შორის, სუპერფინალური სერიის მე-4 მატჩი კვლავ მაიამიში, 10 ივნისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები