“ეს არის უწყვეტი ნაბიჯი პროგრესისკენ“ - მოიესი ფინალის შემდეგ
კონფერენს ლიგის ფინალში ერთმანეთს „ფიორენტინა“ და „ვესტ ჰემი“ დაუპირისპირდნენ. გამარჯვება 2:1 ინგლისელებს დარჩათ. „ჩაქუჩებმა“ 1980 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოიპოვეს, ხოლო 1965 წლის შემდეგ პირველი ევროპული.
მატჩის დასრულების შემდეგ, ლონდონური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა კომენტარი გააკეთა.
მოიესი:
„ეს ფანტასტიკურია. ფეხბურთში ხანგრძლივი კარიერა მაქვს, მაგრამ ასეთი ღამეები არა. ბედნიერი ვარ, რომ დღეს ყველაფერი ასე დასრულდა. ასეთი მომენტებისთვის ბევრი უნდა იმუშაო. დღევანდელი საღამო ბრწყინვალე იყო.
ეს არის საოცარი კლუბი ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში, რომელიც საზოგადოებისთვის დიდებულ საქმეებს აკეთებს. ეს არის ნაბიჯი უწყვეტი პროგრესისკენ. რაც შეეხება მატჩს, ისე არ წავიდა, როგორც ჩვენ გვეგონა. ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი მიღწევაა. მომავალ წელს ევროპის ლიგაზე ყოფნა უფრო ამაღელვებელი იქნება.“
შეგახსენებთ, რომ კონფერენს ლიგა 2 წელია ტარდება. გასულ წელს ჩემპიონი „რომა“ გახდა, ხოლო ახლა „ვესტ ჰემი.“