ისტორია დაწერილია - ვესტ ჰემმა კონფერენს ლიგა მოიგო
კონფერენს ლიგის ფინალში ერთმანეთს „ფიორენტინა“ და „ვესტ ჰემი“ დაუპირისპირდნენ. გამარჯვება 2:1 ინგლისელებს დარჩათ. „ჩაქუჩებმა“ 1980 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოიპოვეს, ხოლო 1965 წლის შემდეგ პირველი ევროპული.
მატჩი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. გულშემატკივრებმა მხიარული შეხვედრა იხილეს. მთელი თამაშის განმავლობაში ორივე გუნდი აქტიურობდა და მომენტებს ქმნიდა. პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა, მაგრამ ტაიმის მიწურულს „იებს“ გოლი არ ჩაუთვალეს.
62-ე წუთზე „ფიორენტინას“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად ბენრამამ შეასრულა. იტალიელები არ დაიბნენ და ზუსტად 5 წუთში ბონავენტურამ წონასწორობა აღადგინა. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ძირითადი დრო ფრედ დასრულდება, მაგრამ ასე არ მოხდა.
90-ე წუთზე, ლუკას პაკეტას შესანიშნავი გადაცემის შემდეგ, ბოუენი მეკარესთან პირისპირ დარჩა, ზუსტად დაარტყა და გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ კონფერენს ლიგა 2 წელია ტარდება. გასულ წელს ჩემპიონი „რომა“ გახდა, ხოლო ახლა „ვესტ ჰემი.“
მატჩის ვიდეო მიმოხილვა