მასტერ ლიგა
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი: ფრე მაროკოსთან | საქართველო მე-2 ადგილზე გავიდა

გერმანიაში, კერძოდ კი ქალაქ ესენში მიმდინარე მასტერ ლიგის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრა მაროკოს წინააღმდეგ გამართა და ფრედ 1:1 ითამაშა.

მე-5 წუთზე მაროკო ლაშა თოთაძის ავტოგოლის შედეგად დაწინაურდა. მარტივ სიტუაციაში თოთაძემ მეკარესთან შეუთანხმებლად იმოქმედა და მეტოქეს წინ გასვლის საშუალება მისცა.

მე-9 წუთზე საქართველოს ნაკრებმა ანგარიში ასევე მეტოქის ავტოგოლით გაათანაბრა. ჩაწოდებული ჯარიმის შემდეგ, ბურთი საკუთარ კარში იუსეფ ტაიფიკმა ჩაჭრა.

მეორე ტაიმში მაროკო მცირე უპირატესობას ფლობდა და გატანაც შეეძლოთ, როცა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, თუმცა შანსი ვერ გამოიყენეს. გაგა ძიგუამ ჩინებულად ითამაშა და მეტოქემ ბურთი ძელს მოარტყა.

ამრიგად, H ჯგუფიდან პლეი-ოფში 7-7 ქულით საქართველო და მაროკო გავიდნენ. ბურთების უკეთესი შეფარდებით პირველზე მაროკო გავიდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ პირველ ორ ტურში ირლანდიას 5:1, ხოლო შოტლანდიას 3:1 მოუგო. პლეი-ოფში ჩვენი მეტოქე ჯერ არ გარკვეულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრანსფერი დასასრულს უახლოვდება - კეინი რეალთან ერთ ნაბიჯშია
ტრანსფერი დასასრულს უახლოვდება - კეინი რეალთან ერთ ნაბიჯშია