ბექჰემის გიჟური გეგმა - მესი, ბუსკეტსი, ალბა და სუარესი ინტერ მაიამიში
როგორც მოგეხსენებათ, ლიონელ მესი კარიერას „ინტერ მაიამიში“ გააგრძელებს. სულ ცოტა ხნის წინ, 90Min-მა დაწერა, რომ ლეოსთან ერთად ამერიკულ კლუბში სერხიო ბუსკეტსიც ითამაშებს.
TycSport-ის ჟურნალისტი გასტონ ედული სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ დევიდ ბექჰემს უნიკალური გეგმა აქვს. „რეალის“ ყოფილ ვარსკვლავს სურს, რომ თავის გუნდში მესისთან ერთად სერხიო ბუსკეტსმა, ჟორდი ალბამ და ლუის სუარესმა ითამაშონ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ფეხბურთელები ერთად „ბარსელონაში“ თამაშობდნენ და უნიკალური ისტორია დაწერეს. ამ გადაწყვეტილებით, MLS-ის დონე მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ასევე შეგახსენებთ, ბუსკეტსმა და ალბამ კატალონიური გრანდი რამდენიმე დღის წინ დატოვეს. რაც შეეხება ლუის სუარესს, ურუგვაელი თავდამსხმელი ახლა „გრემიოს“ ღირსებს იცავს.
Inter de Miami va a llevar jugadores para armar el equipo con Leo Messi:
— Gastón Edul (@gastonedul) June 7, 2023
Van a iniciar gestiones por Sergio Busquets, Jordi Alba y Luis Suárez.