რომანომ დაადასტურა - კანტე ალ იტიჰადში ითამაშებს
როგორც მოგეხსენებათ, კარიმ ბენზემა კარიერას „ალ იტიჰადში“ გააგრძელებს. დღეს გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
ვიგებთ, რომ „ალ იტიჰადში“ კიდევ ერთი ფრანგი ფეხბურთელი ნგოლო კანტე ითამაშებს. რომანოს თქმით, კანტე საუდის არაბეთში გადასვლაზე თანახმაა. ის არაბულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში მისი ანაზღაურება 100 მილიონი ევრო იქნება. რომანო იმასაც წერს, რომ კანტემ სამედიცინო შემოწმება ლონდონში უკვე გაიარა.
შეგახსენებთ, რომ „ჩელსის“ ახალი მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინოა, რომელიც „არისტოკრატებში“ დიდი წმენდის ჩატარებას აპირებს. როგორც ჩანს, არგენტინელს ნგოლოს გუნდში ყოფნა არ სურდა.