სადიო მანე, ტომას ტუხელი, სერჟ გნაბრი, ბენჟამინ პავარი, ლეროი სანე
Aa
Aa

ტუხელი შვიდი ფეხბურთელის გაშვებას აპირებს | მანე ერთ-ერთია

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელი ზაფხულში შემადგენლობის გადახალისებას აპირებს. გერმანული გამოცემის, BILD-ის ინფორმაციით, 49 წლის სპეციალისტმა 7 მოთამაშე შეარჩია, რომლებსაც სატრანსფერო ფანჯრისას კლუბის დატოვება მოუწევთ.

BILD-ის მიხედვით, დიდი შანსია, ზაფხულში, ადგილსამყოფელი სადიო მანემ, ლეროი სანემ და სერჟ გნაბრიმ გამოიცვალონ. მსურველები არც ერთ მათგანს აკლია და ინტერესი პრემიერ ლიგიდან და ლა ლიგიდან აქვთ. Daily Mail-ის ცნობით, პრემიერ ლიგის კლუბები მანეს გარშემო განვითარებულ მოვლენებს აქტიურად აკვირდებიან.

„რეკორდმაისტერის“ გარემარბების გარდა, გუნდს ბუნა სარი, ალექსანდერ ნუბელი, მარსელ საბიტცერი და ბენჟამინ ბავარიც დატოვებენ. ფრანგი მცველის საკუთარ რიგებში ხილვა „ლივერპულსა“ და „ბარსელონას“ სურთ, საბიტცერი კი დიდი ალბათობით, „მანჩესტერ იუნაიტედში“ დარჩება, სადაც იჯარის წესით თამაშობს.

BILD ტუხელის მიზნებზეც წერს და აცხადებს, რომ გერმანელ სპეციალისტს უფრო დაცვაზე ორიენტირებული ნახევარდაცვის ხაზის შექმნა სურს. ამასთან, ის თავდამსხმელს ეძებს, რომელიც რობერტ ლევანდოვსკის წასვლის შემდეგ გაჩენილ სივრცეს კარგად შეავსებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სწორედ ამიტომ ეძახიან „კვარადონას“ ნაპოლის ფანები“ - CBS Sports კვარაზე
„სწორედ ამიტომ ეძახიან „კვარადონას“ ნაპოლის ფანები“ - CBS Sports კვარაზე