ქართველი ახალგაზრდა Football Talent Scout-ის ყურადღების ცენტრში
Football Talent Scout-ი საფეხბურთო გვერდია, რომლის მფლობელიც იაჩეკ კულიგია და იგი საკუთარ მკითხველს პერსპექტიულ ახალგაზრდა ფეხბურთელებს აცნობს. ამჯერად, მისი ყურადღების ცენტრში ქართველი მოთამაშე, ალექსანდრე ფეიქრიშვილი მოექცა, რომელიც „დინამო თბილისის“ აკადემიაში ირიცხება.
One of the most interesting U17s in Georgia, another superb prospect from the great @fcdinamotbilisi youth academy - Aleksandre Peikrishvili! #talent #scouting ????????
— Football Talent Scout - Jacek Kulig (@FTalentScout) June 6, 2023
⬇️⬇️⬇️https://t.co/YInsL3PLI3
„ალექსანდრე ფეიქრიშვილი ყოფილი ფეხბურთელის, გიორგი ფეიქრიშვილის შვილია. ის დინამო თბილისის აკადემიაში ირიცხება, რომელსაც ბოლო წლებში ისეთი ფეხბურთელები აღუზრდია, როგორებიც ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, ირაკლი აზაროვი, ლუკა გაგნიძე, ანზორ მექვაბიშვილი, გაბრიელ სიგუა, ლუკა გაგნიძე და სხვები არიან. გაბრიელ სიგუასთან, სოსო კოპალიანთან, ალექსანდრე თურქიასთან, საბა სამუშიასთან, გიორგი მეფარიშვილთან, გიორგი ნიკოლაიშვილთან და საბა გეგუჩაძესთან ერთად, ალექსანდრე 17-წლამდე ასაკის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება.
ძლიერი მხარეები
უბურთოდ გადაადგილება (ძალიან ძლიერია)
სისწრაფე (ძალიან ძლიერია)
ტექნიკა (ძალიან ძლიერია)
შრომისმოყვარეობა (ძალიან ძლიერია)
შორეული დარტყმები (ძლიერია)
პასები (ძლიერია)
საფეხბურთო ინტელექტი (ძლიერია)
კრეატიულობა (ძლიერია)
დრიბლინგი (ძლიერია)
უნივერსალურობა (ძლიერია)
რა აქვს გასაუმჯობესებელი
ძალიან კარგი ტექნიკური არსენალი, მაგრამ მჭიდრო სივრცეში თამაში გასაუმჯობესებელი აქვს.
ბოლო პასი უნდა დახვეწოს.
სათამაშო სტილი
box-to-box ნახევარმცველი.
მაღალი, ძლიერი სხეულის მასით. სწორი სამუშაო ეთიკა აქვს და შეუძლია, მომავალში ძალიან კარგი ფეხბურთელი დადგეს.
კრეატიული მოთამაშე, კარგი ტექნიკით, ასწრაფებისა და მიმართულების სწრაფად შეცვლის უნარით, მოკლე დრიბლინგითა და კარგი მოკლე და საშუალო პასით.
მრავალმხრივი ფეხბურთელი, რომელსაც სხვადასხვა პოზიციაზე თამაში შეუძლია.
კარგი სისწრაფე, სიმკვირცხლე და კოორდინაცია.
ყოველთვის მოძრაობს, სივრცეს ეძებს და ცდილობს, ვერტიკალური ვარიანტები იპოვოს.
უბურთოდ დინამიკურად და კრეატიულად მოძრაობს, პოზიციას ხშირად ტოვებს, რათა უკეთეს მდგომარეობაში ბურთი შესაფერის დროს მიიღოს.
ენერგია და მატჩის სცენარის წაკითხვის უნარი საშუალებას აძლევს, დიდი მანძილი დაფაროს, მეტოქეებზე პრესინგი განახორციელოს და შეტევები ბურთის დაბრუნებით დაიწყოს.
საშუალო და შორი მანძილიდან ძალიან საინტერესო დარტყმა აქვს.
შეუძლია, ძლიერი და სახიფათო კონტრშეტევები განახორციელოს.
თანაგუნდელებთან კედლის გათამაშება უყვარს. თამაშზე გავლენას, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში ახდენს.
ცნობისთვის, 4-9 აპრილს, „დინამო თბილისის“ აკადემიამ ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირს უმასპინძლა და ფეიქრიშვილი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.