ამხანაგური მატჩი კვიპროსთან - U21 ნაკრები ევროპისთვის ემზადება
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 15 ივნისს, ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში კვიპროსს უმასპინძლებს და ამხანაგურ მატჩს გამართავს. მატჩის შესახებ სხვა დამატებითი სახის ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბოლო შეხვედრა მარტში, თურქეთის ქალაქ ბელეკში, ლატვიის წინააღმდეგ ჩაატარა და მეტოქეს გიორგი გულიაშვილის გოლით - 1:0 სძლია.
გასულ კვირას, 21-წლამდე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ევროპის ჩემპიონატზე მოთამაშე საბოლოო 23-კაციანი განაცხადის წარდგენამდე, გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 35 ფეხბურთელისგან შედგება.
Საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას 10 ივნისიდან დაიწყებს. ტურნირის ჯგუფურ ეტაპს კი 21 ივნისს, პორტუგალიასთან მატჩით გახსნის.
U21 | გაფართოებული შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), ნოდარ ყალიჩავა (სამგურალი).
მცველები: ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი (საბურთალო), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), მათე აბულაძე (სამტრედია), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი), ირაკლი აზაროვი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი), საბა საზონოვი (დინამო მოსკოვი, რუსეთი).
ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), გიზი მამაგეიშვილი (საბურთალო), გიორგი წიტაიშვილი (ლეხ პოზნანი, პოლონეთი), ნიკა ხორხელი (სამგურალი), გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ნიკა გაგნიძე (დილა გორი), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), გიორგი ლომთაძე (გაგრა), ცოტნე ფაცაცია (შუქურა ქობულეთი), ლუკა ხორხელი (სამგურალი), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი).
თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), გიორგი გაგუა (რეალ უნიონი, ესპანეთი), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე (დინამო ბათუმი), ლადო ჩიხრაძე (სამგურალი).
U21 | მატჩების განრიგი
21 ივნისი | საქართველო V პორტუგალია | 20:00
24 ივნისი | საქართველო V ბელგია | 20:00
27 ივნისი | საქართველო V ნიდერლანდები | 20:00
უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას, 8 ივლისს, ბათუმი არენა უმასპინძლებს.