გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

სეზონის ტალანტი | მიქაუტაძის მორიგი აღიარება საფრანგეთში

ფრანგულმა გამოცემამ, Foot National-მა „მეცის“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე 2022/23 წლების სეზონის ტალანტად დაასახელა. Foot National-ი საფრანგეთის ლიგა 2-ში მოასპარეზე კლუბების მთავარი მწვრთნელების გამოკითხვას მთელი სეზონის განმავლობაში აწარმოებდა და ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, საბოლოო შედეგები შემოგვთავაზა.

„ლიგა 2-ის რამდენიმე კლუბის თავკაცს გამარჯვებულის ვინაობა ეჭვქვეშაც არ დაუყენებია. გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონის ისტორიაში საკუთარი კვალი დატოვა და მეცს საშუალება მისცა, ლიგა 1-ში აღზევებულიყო (ეს ოფიციალური ჯერ არაა, მაგრამ მალე გახდება). 23 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა 37 შეხვედრაში 8 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.

საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ მიქაუტაძე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და ამ მოსაზრებას მწვრთნელებიც იზიარებენ. გიორგი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი 17-ჯერ გახდა და მასთან ერთად, ტალანტების პოდიუმზე ბილალ ბუტობა და მიკაელ ლე ბიჰანი მოხვდნენ. ორი აზრი არაა, რომ ქართველ ფეხბურთელს დატვირთული ზაფხული ექნება და ბოლო კვირების განმავლობაში, ის ევროპის სხვადასხვა კლუბს დაუკავშირეს“, - წერს Foot National-ი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძის შეძენით „მილანი“, „ბარნლი“, „ვულვზი“ და „ლიონი“ ინტერესდებიან. დიდი შანსია ქართველმა კარიერა სწორედ რომელიმე მათგანში გააგრძელოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არსენალი ფიქრობს, ჩელსი აკვირდება - მიქაუტაძის მიმართ დიდი ინტერესია
არსენალი ფიქრობს, ჩელსი აკვირდება - მიქაუტაძის მიმართ დიდი ინტერესია