კარიმ ბენზემა, ნგოლო კანტე, ალ-იტიჰადი
Aa
Aa

100 მილიონი წლიური ხელფასი - კანტე ბენზემას გზაზე

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ნგოლო კანტე კარიმ ბენზემას თანაგუნდელი გახდება, ფრანგი საყრდენი „ალ იტიჰადში“ გადასვლასთან ახლოსაა. „ალ იტიჰადის“ დირექტორები ლონდონში იმყოფებიდან და დოკუმენტებს ამზადებენ. 32 წლის ფეხბურთელი „ალ იტიჰადს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, მისი წლიური ხელფასი 100 მილიონი იქნება და ახალ კლუბში 2025 წლამდე ითამაშებს.

ნგოლო კანტე „ბულონში“ (2012-13), „კაენსა“ (2013-15) და „ლესტერში“ (2015-16) თამაშობდა, 2016 წლიდან „ჩელსის“ ფეხბურთელია. მას მოქმედ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე თვეში ეწურება. ასე რომ არაბული კლუბი უფასოდ დაიმატებს.

კანტემ პრემიერ ლიგა ორჯერ მოიგო (2015-16, 2016-17), ჩემპიონთა ლიგა ერთხელ (2020-21). ასევე, 2018 წელს საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

შეგახსენებთ, ახლახან კარიმ ბენზემამ „ალ იტიჰადთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ხელფასის სახით წელიწადში 100 მილიონ ევროს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთში კრიშტიანუ რონალდუც თამაშობს და ნელ-ნელა აღნიშნული ქვეყანა ბევრი სხვა ვარსკვლავის გადაბირებასაც ცდილობს. მაგალითად, აქტიურად მიმდინარეობს ლეო მესისა და „ალ ჰილალის“ კომუნიკაცია. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები