ვესტ ჰემი, ფიორენტინა, დევიდ მოიესი
Aa
Aa

“აქამდე მოსვლა დიდი წარმატებაა“ - მოიესი ფინალის წინ

კონფერენს ლიგის ფინალში ერთმანეთს „ვესტ ჰემი“ და „ფიორენტინა“ დაუპირისპირდებიან. მატჩის წინ , ინგლისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მოიესი:

„ნებისმიერი მწვრთნელისთვის ევროპული ტურნირის ფინალში მოხვედრა სასიამოვნოა. აქ ყოფნა ძალიან მიხარია და აღელვებული ვარ. იმედია ეს მხოლოდ დასაწყისია. ყოველთვის ვამბობდი, რომ წარმატება აუცილებლად მოვიდოდა. რა თქმა უნდა, ახლა ამ მომენტით ვტკბები.

„ფიორენტინამ“ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მათი სათამაშო ფორმა მუნდიალის შემდეგ საოცარია. ისინი უკვე ერთ ფინალში გავიდნენ(იტალიის თასი) და ეს იმას ნიშნავს, რომ მათ რაღაც განსაკუთრებული აქვთ. ამიტომ, მათ პატივი უნდა ვცეთ.

გასულ წელს ევროპის ლიგის ფინალში გასვლასთან ახლოს ვიყავით. წელს კი უფრო წინ წავედით და აქ ფინალამდე მოვედით. აქ ყოფნა თითოეული ფეხბურთელისთვის დიდი მიღწევაა და ამის გაგრძელება მხოლოდ გამარჯვებაა.“

შეგახსენებთ, რომ „ფიორენტინასა“ და „ვესტ ჰემის“ მატჩი 7 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირადი დეტალები შეთანხმებულია - ჰავერცი რეალს მიუახლოვდა
პირადი დეტალები შეთანხმებულია - ჰავერცი რეალს მიუახლოვდა