ვესტ ჰემი, ფიორენტინა, ვინჩენცო იტალიანო
Aa
Aa

“პენალტებს არ გამოვრიცხავ“ - იტალიანო ვესტ ჰემთან მატჩის წინ

კონფერენს ლიგის ფინალში ერთმანეთს „ვესტ ჰემი“ და „ფიორენტინა“ დაუპირისპირდებიან. მატჩის წინ , იტალიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო იტალიოანომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

იტალიანო:

„მეტოქე გუნდის მხრიდან დეკლან რაისი და პაკეტა ყველაზე სახიფათო ფეხბურთელები არიან. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ისინი იზოლირებულნი იყვნენ. ცხადია, „ვესტ ჰემს“ სხვა შესანიშნავი ფეხბურთელებიც ჰყავს, მაგრამ ეს ორი გამორჩეულია.

ტაქტიკურად მზად ვართ. ვარჯიშებზე ბევრი შესაძლო ვარიანტი განვიხილეთ. არ გამოვრიცხავთ პენალტებს და ამ კუთხითაც ვიმუშავეთ. მთავარი დუელი ამრაბატსა და რაისს შორის ნახევარდაცვაში იქნება. დიდი იმედი მაქვს, რომ ამრაბატი ყველა დაბრკოლებას გაუმკლავდება. ასეთ შემთხვევაში ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ წარიმართება.

აქ ბევრი გულშემატკივარი გვეყოლება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ მატჩს მთელი ფლორენცია იხილავს და ყველა გვიქომაგებს. ეს თამაში ჩვენთვის ისტორიულ მოვლენად უნდა ვაქციოთ.“

შეგახსენებთ, რომ „ფიორენტინასა“ და „ვესტ ჰემის“ მატჩი 7 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დებიუტი ექსელსიორთან - ოგბაიძე ნიდერლანდებში ითამაშებს
დებიუტი ექსელსიორთან - ოგბაიძე ნიდერლანდებში ითამაშებს