ლევან ქურდაძე, სამგურალი, ქობულეთის შუქურა, ზურაბ მუსელიანი, ტაიკი კაგაიამა, მიშიკო სარდალიშვილი, ცოტნე ფაცაცია
Aa
Aa

კაგაიამას ბრწყინვალე გასროლა - სამგურალმა შუქურას 2:0-დან გაუთანაბრა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-20 ტურში „შუქურასა“ და „სამგურალის“ შეხვედრა 2:2 დასრულდა. პირველი ტაიმის შემდეგ ქობულეთური გუნდი ორბურთიანი უპირატესობით იგებდა, თუმცა მეორე ტაიმში „სამგურალმა“ ჩამორჩენა აღმოფხვრა.

32-ე წუთზე ცოტნე ფაცაციამ შესანიშნავად ითამაშა, მისი კარგი პასის შემდეგ სარდალიშვილი მეტოქესთან პირისპირ გავიდა, მის წინააღმდეგ თამაშის წესი დაირღვა და პენალტი ფაცაციამ ზუსტად შეასრულა - 1:0.

ცოტნე ფაცაცია კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი გამორჩეულია, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რამაზ სვანაძის მიერ დასახელებულ 35-კაციან შემადგენლობაში მოხვდა და შესაძლოა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ითამაშოს.

მე-40 წუთზე მიშიკო სარდალიშვილმა საჯარიმო დარტყმით ბრწყინვალე გოლი გაიტანა, „შუქურას“ უპირატესობა ორბურთიანი გახდა - 2:0.

57-ე წუთზე ლევან ქურდაძის ავტოგოლით „სამგურალმა“ ანგარიში შეამცირა. 74-ე წუთზე ტაიკი კაგაიამას ბრწყინვალე დარტყმით „სამგურალმა“ ანგარიში გაათანაბრა - 2:2. 27 წლის იაპონელმა, რომელიც „სამგურალს“ გასულ ზამთარში შეუერთდა, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 მატჩში მეორე გოლი შეაგდო.


ამავე ტურში „თელავი“ შინ „გაგრასთან“ დამარცხდა (0:1). მატჩის ერთადერთი გოლი 39-ე წუთზე ზურაბ მუსელიანმა გაიტანა.

19 ტურის შემდეგ „შუქურა“ 13 ქულით მე-8 ადგილზეა, მე-7 ადგილზე მყოფ „გაგრას“ 4 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება „სამგურალს“, გიორგი ჭელიძის გაწვრთნილმა გუნდმა 37 ქულა დააგროვა, მესამე ადგილზეა და მეორეადგილოსან „საბურთალოს“ 1 ქულით ჩამორჩება.

„სამტრედია“ და „თელავი“ 11 ქულით აუტსაიდერები არიან, შესაბამისად მე-9 და მე-10 ადგილებს იკავებენ.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2022-23 წლების გათამაშება ორთვიანი პაუზის შემდეგ აგვისტოში განახლდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კლარკი: „საქართველოსთან რთული მატჩი იქნება, თავდაჯერებით უნდა ვითამაშოთ“
კლარკი: „საქართველოსთან რთული მატჩი იქნება, თავდაჯერებით უნდა ვითამაშოთ“