იუვენტუსი, ანხელ დი მარია
Aa
Aa

“მივდივარ წარუმატებლობის მწარე გემოთი“ - დი მარიამ იუვენტუსი დატოვა

ტურინის „იუვენტუსის“ წარუმატებლობას კიდევ ერთი არასასიამოვნო ფაქტი დაემატა. „ბებერი ქალბატონი“ ანხელ დი მარიამ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია, არგენტინელი ფეხბურთელის „ინსტაგრამის“ გვერდიდან გავრცელდა.

რას წერს დი მარია?

„რთული გადაწყვეტილება მივიღე. ეს ეტაპი სრულდება. მივდივარ იმ სიმშვიდით, რომ გუნდის წარმატებისთვის ყველაფერი გავეცი. ტიტულების მოგება გვინდოდა, მაგრამ ახლა ეს შეუძლებელია. მივდივარ წარუმატებლობის მწარე გემოთი, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ასეთ შესანიშნავ კოლექტივში ვითამაშე. მადლობა თითოეულ ადამიანს იმ სიყვარულისთვის, რომელსაც პირველივე დღიდან ვგრძნობდი. ტურინში თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს სახლში ვიყავი."

შეგახსენებთ, რომ დი მარია ტურინულ კლუბს გასული წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა. დღემდე, ანხელმა „იუვენტუსის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 40-ჯერ მოირგო, 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას ვეტერანი არგენტინელი. ესპანური მედია მას „ბარსელონას“ უკავშირებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირადი დეტალები შეთანხმებულია - ჰავერცი რეალს მიუახლოვდა
პირადი დეტალები შეთანხმებულია - ჰავერცი რეალს მიუახლოვდა