კლარკი: „საქართველოსთან რთული მატჩი იქნება, თავდაჯერებით უნდა ვითამაშოთ“
ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში შოტლანდიის ნაკრები ნორვეგიასთან და საქართველოსთან ითამაშებს. მოახლოებული მატჩების თაობაზე შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტივ კლარკმა შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაციის ვებგვერდთან ისაუბრა.
სტივ კლარკი: „ჩვენს ჯგუფში ივნისის თამაშები გადამწყვეტია. ბრწყინვალე სტარტი გვქონდა, მაგრამ ასევე უნდა გავაგრძელოთ. ნორვეგია რთული მეტოქეა. როგორც ნორვეგიასთან სტუმრად, ასევე საქართვლოსთან შინ, რთული მატჩები იქნება, მაგრამ კარგი სტარტი გვქონდა, ამ შეხვედრებში თავდაჯერება უნდა გამოვავლინოთ. ქულების აღება გვსურს, რომ შესარჩევი ციკლის მეორე ნახევარს კარგ პოზიციაში შევხვდეთ“.
შოტლანდიის ნაკრებმა საწყის ორ ტურში ქულათა მაქსიმუმი მოიპოვა, კვიპროსი და ესპანეთი იდენტური ანგარიშით დაამარცხა. სტივ კლარკის გუნდი 6 ქულით პირველ ადგილზეა, საქართველოსა და ნორვეგიის ანგარიშზე 1 ქულაა, თუმცა ვილი სანიოლის გუნდმა მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა (ნორვეგიასთან), სკანდინავიელებმა კი 2-დან 1 მატჩი ესპანეთთან დათმეს (3:0).
მიმდინარე თვეში, 27 ივნისს ნორვეგია შოტლანდიას უმასპინძლებს, კვიპროსი - საქართველოს. 20 ივნისს, საქართველო შოტლანდიას ესტუმრება, კვიპროსი კი - ნორვეგიას.