ტეო ერნანდესი, მაიკ მენიო, სანდრო ტონალი
Aa
Aa

არეულობა მილანში | ფეხბურთელები მალდინისა და მასარას გაშვებით უკმაყოფილო არიან

იტალიური პრესის ინფორმაციით, „მილანში“ ვითარება უკიდურესად დაიძაბა. რამდენიმე საათის წინ, „როსონერის“ ხელმძღვანელებმა ტექნიკური დირექტორი, პაოლო მალდინი და სპორტული დირექტორი, ფრედერიკ მასარა გაათავისუფლეს, რასაც ფეხბურთელთა ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა.

La Repubblica-ს ცნობით, მაიკ მენიო და ტეო ერნანდესი „მილანის“ მესვეურთა გადაწყვეტილების გამო იმედგაცრუებული დარჩნენ და კლუბის დატოვებაზე ფიქრობენ. მენიოსა და ტეოს ბევრი მსურველი ჰყავთ და როგორც იტალიური გამოცემა წერს, მათი „მილანში“ დარჩენა საეჭვოა.

იტალიელი ჟურნალისტის, დანიელე ლონგოს ცნობით, კლუბის გადაწყვეტილებამ სანდრო ტონალიც გაანაწყენა. იტალიელი ახალგაზრდას საფეხბურთო კერპი სწორედ მალდინი გახლავთ და მისმა გაშვებამ სანდროზე უარყოფითად იმოქმედა.

ცნობისთვის, „მილანის“ ხელმძღვანელთა გადაწყვეტილების მიზეზი მხარეებთან უთანხმოება გახდა, რაც სამომავლო გეგმებს უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი სატრანსფერო ბაზართან დაკავშირებით გამოწვეულმა შეუთანხმებლობამ გამოიწვია. მალდინი და მასარა კარდინალესგან ბიუჯეტის გაზრდას და რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრანსფერის გაკეთებას ითხოვდნენ, რაზეც „მილანის“ მფლობელი უარს აცხადებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
UFC-ის მებრძოლი: „ალექსანდრე თოფურია UFC-ის ტოპ 10-ის დონის მებრძოლია“
UFC-ის მებრძოლი: „ალექსანდრე თოფურია UFC-ის ტოპ 10-ის დონის მებრძოლია“