ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

ბუდუ ლივერპულის წინააღმდეგ | კარლსრუემ ამხანაგური მატჩი დაგეგმა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ „ლივერპულთან“ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მატჩი 19 ივლისსაა ჩანიშნული, „ლურჯების“ საშინაო არენა უმასპინძლებს და თბილისის დროით, 20:30-ზე დაიწყება.

„კარლსრუემ“ „უაილდპარკშტადიონზე“ სარემონტო სამუშაოები ჩაატარა და განახლებული სტადიონის პირველი სტუმარი იურგენ კლოპის გუნდი იქნება. გერმანულ კლუბს სტადიონის განახლება დაახლოებით 145 მილიონი ევრო დაუჯდა და მისი ტევადობა 29 699 ადამიანიდან, 34 000 ადამიანამდე გაიზარდა.

„კარლსრუეს მთელი ოჯახი, ქალაქი და რეგიონი სტადიონის გახსნას მოუთმენლად ელის. მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ისეთ გუნდთან მივაღწიეთ შეთანხმებას, როგორიც ლივერპულია. ისტორიის, ქომაგებისა და ტრადიციების გათვალისწინებით, ლივერპული ის კლუბია, რომელიც ჩვენს ლოზუნგს იდეალურად ერგება“, - განაცხადა „კარლსრუეს“ დირექტორმა მიხაელ ბეკერმა.

გეტყვით იმასაც, რომ „კარლსრუესთან“ გამართული მატჩის შემდეგ, „ლივერპული“ სინგაპურში გაემგზავრება, სადაც „ლესტერსა“ და „ბაიერნს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი | მამარდამ Plaza Deportiva-ს ჯილდო მიიღო
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი | მამარდამ Plaza Deportiva-ს ჯილდო მიიღო