ალექსანდრე თოფურია
Aa
Aa

UFC-ის მებრძოლი: „ალექსანდრე თოფურია UFC-ის ტოპ 10-ის დონის მებრძოლია“

დავიდ დვორაკი UFC-ის მებრძოლია, რომელიც უმსუბუქეს წონით დივიზიონში გამოდის და საკუთარი წონის ტოპ 15-ში მე-10 ადგილი უკავია. დვორაკმა Youtube-ის არხს, The AllStar-ს ინტერვიუ მისცა და ქართველ მებრძოლზე, ალექსანდრე თოფურიაზე ისაუბრა.

„ესპანეთში ორი კვირა გავატარე და კლიმენტის კლუბში ვვარჯიშობდი, სადაც ილია თოფურია და მისი ძმა, ალექსანდრე თოფურია ემზადებიან. ალექსანდრესთან სპარინგები გავმართე, რადგან იგი სუპერ მსუბუქი წონით დივიზიონში გამოდის და შემიძლია, გითხრათ, რომ ძალიან, ძალიან, ძალიან კარგი მებრძოლია.

ალექსანდრე ძალიან მაგარია და მინდა, UFC-ში ვიხილო. 100 პროცენტით მგონია, რომ იგი UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 10-ის დონის მებრძოლია. ამაში დარწმუნებული ვარ და ვფიქრობ, მას UFC-ში ძალიან მალე ვიხილავთ”.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე თოფურიამ MMA-ში 6 ბრძოლა გამართა, მის ანგარიშზე კი 5 მოგება და 1 მარცხია. ბოლოს ქართველმა მებრძოლმა 20 მაისს იჩხუბა და იოჰან სეგასი პირველივე რაუნდში გაფორმებული ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი | მამარდამ Plaza Deportiva-ს ჯილდო მიიღო
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი | მამარდამ Plaza Deportiva-ს ჯილდო მიიღო