მორის ყვითელაშვილმა სპორტული კარიერა დაასრულა
მამაკაცებს შორის, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანმა მოციგურავემ, მორის ყვითელაშვილმა პროფესიონალური კარიერა დაასრულა. ამის შესახებ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია იუწყება.
სხვადასხვა წლების განმავლობაში, 28 წლის ყვითელაშვილმა საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო, მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა. მის ანგარიშზე მსოფლიო გრან-პრიზე ჩემპიონობა და სხვადასხვა სინჯის მედლებია. ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ერთეულებში მისი მაქსიმუმი მე-10 ადგილი იყო, გუნდურ ჩათვლაში კი მე-6 ადგილზე გასვლა შეძლო.
ცნობისთვის, მორის ყვითელაშვილი მოსკოვში დაიბადა და თავდაპირველად რუსეთის სახელით გამოდიოდა, 2016 წლიდან კი საქართველოს სახელით დაიწყო ასპარეზობა. საგულისხმოა, რომ 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მორის ყვითელაშვილი საქართველოს დელეგაციის მედროშე იყო.