ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

„სწორ გზაზე დგას“ - როგორ აფასებენ ბუდუს სეზონს გერმანიაში

გერმანულმა გამოცემამ, Ka-news.de-მ „კარლსრუეს“ სატრანსფერო პოლიტიკა მიმოიხილა და 2022-23 წლების სეზონში გაფორმებული ფეხბურთელების მიერ ნაჩვენები თამაში შეაფასა. სტატიის ავტორის ყურადღების ცენტრში ბუდუ ზივზივაძეც მოექცა, რომელიც „ლურჯებს“ ზამთარში შეუერთდა.

„ბუდუ ზივზივაძე სწორ გზაზე დგას. ქართველ ფეხბურთელს ტოპ პერფორმანსი ჯერ არ უჩვენებია, მაგრამ მისი სათამაშო ფორმა ეტაპობრივად გაუმჯობესდა. უნდა ვნახოთ, 29 წლის თავდამსხმელის ხარისხი და სისწრაფე საკმარისი იქნება თუ არა ბუნდესლიგა 2-ში მოთამაშე გუნდში თავის დასამკვიდრებლად“, - წერს Ka-news.de

შეგახსენებთ, რომ ზივზივაძემ ბუნდესლიგა 2-ში 10 მატჩი ჩაატარა და 229 წუთზე მეტი ითამაშა. ქართველი თავდამსხმელის ანგარიშზე ერთადერთი გოლია, რომელიც „კაიზერსლაუტერნს“ გაუტანა. ბუდუმ ძირითად შემადგენლობაში 2-ჯერ იასპარეზა.

როგორც მოგეხსენებათ, „კარლსრუემ“ სეზონი მე-7 ადგილზე დაასრულა. ზივზივაძის გუნდმა 46 ქულა დააგროვა და მომდევნო სეზონში ბუნდესლიგა 1-ის საგზურისთვის იბრძოლებს, რაც კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, კრისტიან აიხნერმაც დაადასტურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მილანის მფლობელმა მალდინი და მასარა თანამდებობებიდან გაათავისუფლა
მილანის მფლობელმა მალდინი და მასარა თანამდებობებიდან გაათავისუფლა