პაოლო მალდინი, ფრედერიკ მასარა
Aa
Aa

მილანის მფლობელმა მალდინი და მასარა თანამდებობებიდან გაათავისუფლა

„მილანის“ მფლობელმა, ჯერი კარდინალემ კლუბის ტექნიკური დირექტორი, იტალიური ფეხბურთის ლეგენდა პაოლო მალდინი გუნდიდან გაუშვა. ინფორმაცია რამდენიმე ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემამ გაავრცელა.

მედიის ცნობით, მალდინისთან ერთად თანამდებობა „როსონერის“ სპორტულმა დირექტორმა, ფრედერიკ მასარამაც დატოვა.

„მილანის“ პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიზეზი მხარეებთან უთანხმოება გახდა, რაც სამომავლო გეგმებს უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი სატრანსფერო ბაზართან დაკავშირებით გამოწვეულმა შეუთანხმებლობამ გამოიწვია. მალდინი და მასარა კარდინალესგან ბიუჯეტის გაზრდას და რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრანსფერის გაკეთებას ითხოვდნენ, რაზეც „მილანის“ მფლობელი უარს აცხადებდა.

საბოლოოდ, ყველაფერი მალდინის და მასარას გათავისუფლებით დასრულდა. ჯერი კარდინალემ მხარეებს ამის შესახებ დღევანდელ შეხვედრაზე აცნობა, რომელიც რამდენიმე საათის წინ შედგა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის მალდინისა და მასარას ახლა უკვე ვაკანტურ პოსტებზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აშშ ურუგვაიმ გააჩერა | 20-წლამდელთა მსოფლიოზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
აშშ ურუგვაიმ გააჩერა | 20-წლამდელთა მსოფლიოზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ