საქართველოში მადრიდის ატლეტიკოს აკადემია გაიხსნება!
უახლოეს პერიოდში საქართველოში მადრიდის „ატლეტიკოს“ აკადემია გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაცია გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
რა თქვა პოლოლიკაშვილმა:
საქართველოში „ატლეტიკოს“ აკადემიის გახსნას ვაპირებთ. 10 ბავშვი ყოველ წელს შეძლებს წამოვიდეს მადრიდში, აქ იცხოვროს, აქ ითამაშოს. ძალიან დიდი პროექტია. ახლა ხდება ეს. რამდენიმე დღის წინ გვქონდა ბოლო მოლაპარაკება. ძალიან სერიოზული პროექტია. ვფიქრობ, მომავალი 5-7 წლის განმავლობაში ქართველ ბავშვებს ძალიან მაგარი შანსი ექნებათ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის რამდენიმე წამყვანი ევროპული გუნდის აკადემია ფუნქციონირებს, მათ შორის „ინტერის“, „ვილიარეალის“, „ბეტისის“ და ვალენსიას“.
რამდენიმე კვირის წინ, თბილისში „ინტერის“ აკადემიის ხელმძღვანელი, ხავიერ ძანეტიც იმყოფებოდა, რომელიც საქართველოს დედაქალაქში აკადემიის ფუნქციონირებას პირადად გაეცნო.