ფიგურული ციგურაობა
Aa
Aa

რუსულმა მხარემ დაადასტურა - დევისისა და სმოლკინის წყვილი საქართველოში მოდის

რუსეთის ფიგურული სრიალის ნაკრების წევრები, დიანა დევისი და გლებ სმოლკინი დიდი ალბათობით ასპარეზობას საქართველოს სახელით გააგრძელებენ. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ინფორმაცია რუსულ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა, რომელიც ცოტა ხნის წინ რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ელენა ჩაიკოვსკაიამ დაადასტურა.

ჩაიკოვსკაიას სიტყვებს TASS-ი ციტირებს:

დევისისგან და სმოლკინისგან გათავისუფლების შესახებ ოფიციალური განცხადება არ მიგვიღია, თუმცა მივიღეთ გათავისუფლების თხოვნა საქართველოსგან იმის თაობაზე, რომ მათთვის ნაკრების შეცვლის უფლება მიგვეცა. ეს საკითხი აღმასკომმა 25 მაისს განიხილა და მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ოლიმპიური თამაშების შემდეგ, მათ არცერთ შეჯიბრში არ მიუღიათ მონაწილეობა და შესაბამისად, მათზე ფულიც არ დახარჯულა. ისინი რუსეთშიც არ ჩამოსულან, ამიტომაც ვიღებთ მათი გაშვების გადაწყვეტილებას.

ცნობისთვის, დიანა დევისი ფიგურულ ციგურაობაში რუსეთში მოღვაწე ცნობილი მწვრთნელის, ეთერ თუთბერიძის შვილია. დევისისა და სმოლკინის დუეტმა, 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა მე-14 ადგილზე დაასრულეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ლაურენტისი: „ახალი მწვრთნელი? მაგიდაზე 20-ზე მეტი განაცხადი მიდევს“
დე ლაურენტისი: „ახალი მწვრთნელი? მაგიდაზე 20-ზე მეტი განაცხადი მიდევს“