აურელიო დე ლაურენტისი, ფაბიო კანავარო, ვინჩენცო იტალიანო, რაფაელ ბენიტესი
Aa
Aa

დე ლაურენტისი: „ახალი მწვრთნელი? მაგიდაზე 20-ზე მეტი განაცხადი მიდევს“

გუშინდელი სკუდეტოს ზეიმის შემდეგ, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა იტალიურ ტელევიზია Rai 1-თან სამომავლო გეგმებსა და კლუბის მომავალ მთავარ მწვრთნელზე ისაუბრა.

რა თქვა დე ლაურენტისმა:

მესმის, რომ ახლა ჩვენგან ყველა ელის ტიტულების მოგებას. ახლა საჭიროა უფრო მეტი პროფესიონალიზმი, მეტი სერიოზულობა და ლოდინის უნარი. ვიცი, რომ გინდათ წვეულება უფრო დიდი სათაურებით გაგრძელდეს და თქვენი კარგად მესმის. კინოშიც კი შეგვიძლია ტრეილერებით ისეთი რაღაც გავაკეთოთ, რამაც შეიძლება გაგაოცოთ, თუმცა ფეხბურთში ეს ჯერ არ შემიძლია. წინ მთელი ივნისი გვაქვს და დიდი მუშაობა მოგვიწევს.

ახალი მთავარი მწვრთნელი? ჩემს მაგიდაზე ახლა სულ მცირე 20 განაცხადი მაინც დევს, სია მთელი ევროპიდან გაიზარდა. გუშინ, წვეულების დროსაც ვთქვი, რომ მათი ჩანაწერები სათითაოდ განვიხილე და თითოეული მათგანი პირადად შევისწავლე.

იტალიურ მედიაში დღეს რამდენიმე ახალი ვარიანტის შესახებ დაიწერა, მათ შორის არიან გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ჯენარო გატუზო, ასევე პსჟ-ს ჯერ კიდევ მოქმედი მთავარი მწვრთნელი, კრისტოფ გალტიე და ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, ფაბიო კანავარო, რომელიც ბოლოს სერია B-ს გუნდ „ბენევენტოს“ წვრთნიდა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ გუნდი გუშინ, სერია A-ს ბოლო ტურში, „სამპდორიასთან“ მატჩის შემდეგ დატოვა. 64 წლის სპეციალისტი „პარტენოპეის“ სათავეში 2021 წლის ზაფხულში ჩაუდგა და გუნდმა მასთან ერთად წელს 33-წლიანი პაუზის შემდეგ შეძლო სკუდეტოს მოგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Gazzetta: „სპალეტის შეცვლის მთავარი კანდიდატი იტალიანოა“
Gazzetta: „სპალეტის შეცვლის მთავარი კანდიდატი იტალიანოა“